Wednesday, February 13, 2013

                        Academy Awards                              
                              ოსკარი                                      
ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.

                             ისტორია


1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.
ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:
თუმცა "ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" მაინც ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა (ასევე მონაწილეობს ფილმში "ათი მცნება".)1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"(რეჟ.:ბილი უაილდერი)(ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.)
ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.






















ყველაზე უღირსი ოსკაროსანი ფილმები

ყველაზე პრესტიჟული პრემიის, ოსკარის ირგვლივ ყოველთვის არის მითქმა-მოთქმა, რასაც თან ახლავს სკანდალური სიტუაციები და სტატიები. ნებისმიერი დაჯილდოვების შემდეგ ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ფილმს, მსახიობსა თუ რეჟისორს ჯილდო დაუმსახურებლად გადასცეს და ა.შ. წლის ახალი ლაურიატების არჩევის შემდეგ MSM Movies-ით მოსარგებლეებმა წლევანდელი დაჯილდოების დაცინვის მიზნით გამოაქვეყნეს სია იმ ფილმებისა, რომლებმაც "ოსკარი"დაუმსახურებლად მიიღეს. ყველაზე უღირსი ოსკაროსნების სიაში პირველი სამი "საპატიო" ადგილი შემდეგმა ფილმებმა დაიკავეს: "შეყვარებული შექსპირი", "ჩიკაგო" და "ტიტანიკი".





ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის




ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის არის ერთ-ერთი ჯილდო ოსკარისფინოფესტივალზე, რომელიც იმართება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯილდოს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია გადასცემს კინემატოგრაფიაში მომუშავე მსახიობ ქალბატონებს. ოსკარის 49-ე დაჯილდოებამდე ეს კატეგორია დასათაურებულია იყო, როგორც ოსკარი ქალის მიერ დამსახურებულ შესრულებაში. თუმცა შემდეგ დაიმკვიდრა ახლანდელი სახელწოდება. კატეგორიაში ნომინანტებს არჩევენ აკედემიის წევრი მსახიობები, საბოლოო ხმის მიცემისას კი აკადემიის ყველა წევრი. ამ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს. მსახიობებს კი, რომლებიც ფილმში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ ოსკარი გადაეცემათ ნომინაციაში ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. ჯილდოს ამჟამინდელი მფლობელია ნატალი პორტმანი.

ყველაზე მეტი, ოთხი ოსკარი მიღებული აქვს ქეთრინ ჰეპბერნს, ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია კი მერილ სტრიპს. 1969 წელს იმის გამო, რომ ხმის მიცემისას მათი რაოდენობა გაიყო, ოსკარი გადაეცა ერთდროულად ბარბრა სტრეიზანდს და ქეთრინ ჰეპბერნს.



ამ ტიტულის მფლობელი მრავალი ცნობილი,ლამაზი და ნიჭიერი ქალია 

Katharine Hepburn                                          

































Meryl streep



































Natalie Portman 




















Sophia Loren







და სხვა მრავალი დამსახურებული მათგანი...




ასევე,ოსკარი საუკეტესო მამაკაცი მსახიობისთვის


ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის — ერთ-ერთი ჯილდო ოსკარისკინოფესტივალზე, რომელიც იმართება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯილდოს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია გადასცემს კინემატოგრაფიაში მომუშავე მსახიობ მამაკაცებს.ოსკარის 49-ე დაჯილდოებამდე ეს კატეგორია დასათაურებულია იყო, როგორც ოსკარი მამაკაცის მიერ დამსახურებულ შესრულებაში. თუმცა შემდეგ დაიმკვიდრა ახლანდელი სახელწოდება. კატეგორიაში ნომინანტებს არჩებს აკედემიის წევრი მსახიობები, საბოლოო ხმის მიცემისას კი აკადემიის ყველა წევრი. ამ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს. მსახიობებს კი, რომლებიც ფილმში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ ოსკარი გადაეცემათ ნომინაციაში ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

ცხრა მსახიობს აქვს მიღებული ორი ოსკარი, რაც მაქსიმალური რაოდენობაა ამ ნომინაციაში. მათ შორის არიან სპენსერ ტრეისი (1937, 1938), ფრედრიკ მარჩი (1932, 1946), გარი კუპერი (1941, 1952), მარლონ ბრანდო (1954, 1972), დასტინ ჰოფმანი(1979, 1988), ტომ ჰენკსი (1993, 1994), ჯეკ ნიკოლსონი (1975, 1997), დენიელ დეი-ლოუსი (1989, 2007) და შონ პენი (2003, 2008). მათ შორის ყველა ამერიკელია, გარდა ბრიტანელი დენიელ დეი-ლუისისა. ყველაზე მეტი ნომინაცია მიღებული აქვთ სპენსერ ტრეისისა და ლოურენს ოლივიეს. მათ სულ 9 ნომინაცია დაიმსახურეს.

Michael Douglas                               Al Pacino
    



















Jack Nicholson       
























შარშან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი ამ საქმეში გამობრძმედილი, ერთ-ერთ საუკეთესო მასპინძლად აღიარებული ბილი კრისტალი იქნებოდა, ყველამ შვებით ამოისუნთქა, რადგან იფიქრეს, რომ ამჯერად მაინც ეღირსებოდათ კარგი შოუ.
მართლაც, ბილი კრისტალის მიერ წაყვანილი ცერემონიალი უკანასკნელი წლების ფონზე უდავოდ საუკეთესო იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ მის შესახებ რამდენიმე დღეში არ დაევიწყებინათ. როგორც ჩანს, თანამედროვე მაყურებელს ნომინირებული ფილმების თემაზე აწყობილი მუსიკალური ნომრებისა და ხუმრობების ნახვა აღარ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, “ოსკარის” ორგანიზატორებმა საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს და ცერემონიალის წაყვანის პატივი თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე თამამი იუმორის მქონე სეტ მაკფარლეინს მიანიჭეს.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გაფრთხილება “ბავშვები ეკრანს მოარიდეთ” ყველაზე ზუსტი მესიჯია, რადგან არავინ იცის, იმპროვიზაციით გართული მაკფარლეინი ორგანიზატორთა მიერ დამტკიცებული სცენარის ტექსტის რომელ ნაწილს შეცვლის და, რაც მთავარია, როგორ შეცვლის. ამის გაკეთება კი კომიკოსს იოლად შეუძლია, რასაც მისი კოლეჯის მეგობრები და მასწავლებლებიც დაადასტურებენ, რომლებსაც დღემდე მწარედ ახსოვთ მაკფარლეინის უხამსი, ზოგჯერ ზღვარგადასული ხუმრობები. სეტ მაკფარლეინი მულტსერიალ “მეოჯახეს” (Family Guy) შემქმნელია, თუმცა შარშან მხატვრულ კინოშიც მოსინჯა ძალები და ეკრანებზე სარეჟისორო დებიუტი “ტედი” გამოუშვა - ფილმი გაცოცხლებული პლუშის დათუნიას შესახებ უდავოდ წლის საუკეთესო კომედია აღმოჩნდა.
დაჯილდოების 85-ე ცერემონიალის შესახებ სხვა ინფორმაციაც ცნობილია. მაგალითად, ის, რომ საღამოს გარკვეული ნაწილი ჯეიმს ბონდის კინოფრენჩაიზის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. ორგანიზატორთა გარდა არავინ იცის, კონკრეტულად რას შემოგვთავაზებს შოუს რეჟისორი, მაგრამ კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ სცენაზე ჯეიმს ბონდის როლის ყველა შემსრულებელს ვიხილავთ. დადასტურებით კი ის გახლავთ ცნობილი, რომ “ოსკარის” ნომინანატი ადელი “სკაიფოლის” მთავარ სიმღერას შეასრულებს, რისთვისაც შესაბამის ნომინაციაში, სავარაუდოდ, ჯილდოსაც მიიღებს.
შოუს პროგრამის ერთ-ერთ ნომრად ბარბარა სტრეიზანდის გამოსვლაა ჩანიშნული. მსახიობი, რომელსაც ამ დროისთვის ორი “ოსკარი” აქვს (“სასაცილო გოგონასა” და სიმღერისთვის ფილმში “ვარსკვლავი დაიბადა”), 1977 წლის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე პირველად იმღერებს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბარბარა სტრეიზანდს კინოს სფეროში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ამრიგად ცოტა რთული მისახვედროა, რას ემსახურება მისი ცერემონიალზე გამოსვლა. თუმცა ახსნა აქაც მოიძებნება - შესაძლოა შოუს ავტორები სწორედ ამგვარი აკადემიური ნომრებით ცდილობენ სეტ მაკფარლეინის მოსალოდნელი აღვირასხნილობის განეიტრალებას.
რამდენიმე საინტერესო დეტალი ცერემონიალის საქმიან ნაწილშიც აღსანიშნავია. მაგალითად, ის, რომ 2000 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი ფილმი საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს მიხაელ ჰანეკეს “სიყვარული” გახლავთ, ხოლო 13 წლის წინ ამგვარი ფაქტი ენგ ლის “ჩასაფრებული ვეფხვი, მიმალული დრაკონის” შემთხვევაში დაფიქსირდა.
წელს “ოსკარს” რეკორდსმენი ნომინანტებიც ჰყავს: ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის წარდგენილი ემანუელ რივა (“სიყვარული”) ამჟამად 85 წლის გახლავთ და ამ კატეგორიის ყველა დროის ყველაზე ასაკოვან ნომინანტად მიიჩნევა. ასევე რეკორდსმენია მისი კონკურენტი, 9 წლის ქუენზინ უალისი (“ველური სამხრეთის მხეცები”) - ყველაზე პატარა მსახიობი, რომელიც ოდესმე ქალის საუკეთესო როლისთვის ყოფილა ნომინირებული. აქვე ჯენიფერ ლოურენსიც უნდა ვახსენოთ, რომელიც 22 წლის ასაკში უკვე მეორედაა ნომინირებული, რაც ასევე რეკორდადაა დაფიქსირებული.
ლოურესი ამჯერად დევიდ ო. რასელის Silver Linings Playbook-ისთვისაა წარდგენილი. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ეს პირველი ფილმია, რომლის მსახიობების სახელებიც ოთხივე კატეგორიაში იკითხება (ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო, ბრედლი კუპერი და ჯეკი უივერი). აღსანიშნავია ისიც, რომ “ოსკარის” ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციის ყველა მსახიობი უკვე გახლავთ “ოსკარის” მფლობელი (დე ნირო, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, კრისტოფ ვალცი, ალან არკინი და ტომი ლი ჯონსი).
აქვე მცირე სტატისტიკასაც გაგაცნობთ: სტივენ სპილბერგის “ლინკოლნი” ნომინაციების მხრივ რეკორდსმენია და სულ 12 ჯილდოს მოპოვების შანსი აქვს; 11 ნომინაცია აქვს ენგ ლის შესანიშნავ “პის ცხოვრებას”, ხოლო ტომ ჰუპერის ბრწყინვალე “საბრალონსა” და დევიდ ო. რასელის უკვე ნახსენებ ფილმს 8-8 ნომინაცია შეხვდა; ბენ აფლეკის “არგო” 7 “ოსკარს” “უმიზნებს”, ხოლო “სიყვარულს”, “თავისფალ ჯანგოს”, “სკაიფოლსა” და კეტრინ ბიგელოუს Zero Dark Thirty-ს 5-5 ჯილდოს მოპოვების იმედი აქვთ.








ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე